საზოგადოება
საქინფორმის მოთხოვნით გაწვეულმა აშშ-ის ელჩმა გამომშვიდობებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების და მედიის თავისუფლების დარღვევაში დაადანაშაულა!

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაითვალისწინა საქინფორმის თხოვნა, მისი მთავარი რედაქტორისაგან წერილის მიღების მეორე დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვია და დიპლომატიური სამსახურიდან პენსიაზე გაუშვა.
„საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედიაარ არსებობს დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება ან სხვაგვარად ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას.
მედიასაკითხებთან მიმართებაში მთავრობას აკისრია ფუნქცია, განავითაროს ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაცია. ხელმძღვანელი პირები აცნობიერებენ საჭიროებას, ნათლად და თანმიმდევრულად გადასცენ მოსახლეობას დასავლეთთან გაერთიანების და დასავლური ღირებულებების ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობები. თქვენი მომავალი დასავლეთთანაა!“, - განაცხადა ელჩმა კელიმ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში.
ამით აშშ-ის უკვე ყოფილმა ელჩმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ მმართველი პარტია დანაშაულა სჩადის, როდესაც სიტყვის თავისუფლებას თრგუნავს სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ზეწოლის სახით და არღვევს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ინფორმაცია დასავლეთისა და დასავლური ღირებულებების პოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობაზე მოძველებული ტრადიციული რუსულ-ქართული მართლმადიდებლური ღირებულებების წინაშე. „თქვენი მომავალი - დასავლეთშია, გესმით?! არ დაგავიწყდეთ, არაფერი შეგეშალოთ!“ - შემოგვძახის კელი (ვიდეო იხ. აქ).

საქინფორმი