აქტუალური
თეთრი სახლის ადმინისტრაციას არ აქვს რეალური გეგმა - როგორ შეუწყოს ხელი საქართველოს, გაწევრიანდეს ნატოში, თუ ის აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე უარს არ იტყვის...

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე და გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა ვაშინგტონში, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში The Heritage Foundation.
პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მხარს კი უჭერს, მაგრამ რეალური გეგმა უნდა მოამზადოს - როგორ აპირებს, ხელი შეუწყოს პარტნიორის ნატოში ინტეგრაციას, რისთვისაც საჭიროა, პასუხი გაეცეს სხვა შეკითხვებსაც - ანუ როგორ, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.
დღეს რუსეთი განაგრძობს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. საქართველო ისევ გამორჩეულად ეხმარება ნატოს, იმის მიუხედავად, რომ მისი წევრი ვერ გახდა. ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესმა კი თანხმობა მისცეს დეკემბერში ანტისატანკო შეიარაღების - ჯაველინების მიყიდვას. თუმცა ისევ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი. მათ შორის, რა გზებს წარმოადგენს ადმინისტრაცია საქართველოს მხარდასაჭერად და შეუწყობს თუ არა ის ხელს საქართველო, გახდეს ნატოს წევრი", -აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი პიტერ ბრუკსი.