უცხოეთი
სერგეი ლავროვი - დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებს აიძულებს არჩევანი გააკეთოს დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებს აიძულებს არჩევანი გააკეთოს დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთმა უკრაინის მაგალითზე გაკვეთილი ვერ ისწავლა.
„დასავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთი სევდიანი შედეგი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება გახდა, რომელიც პროვოცირებული და შემდეგ მხარდაჭერილი იყო ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ. ბალკანეთის ქვეყნებიდანაც იგივეს ითხოვენ, გააკეთონ არჩევანი და აქტიურად ცდილობენ მათ ნატოში შესვლას. ნათელია, რომ ამას არაფერი აქვს საერთო დეკლარირებულ ამოცანასთან – გააძლიერონ ბალკანეთის ეროვნული უსაფრთხოება – მათ არავინ არ ემუქრებათ.
ნატოში შესვლა მათ აიძულებს დაიჭირონ მხარე სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ესაა ფილოსოფია, რომელსაც ამერიკელები და ნატო ევროპაში ნერგავენ“ – აღნიშნა ლავროვმა ბელგრადის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.