სამართალი
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია (ვიდეო)

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს დელეგაციას მასპინძლობა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ გაუწია. შეხვედრის დროს სტუმრებს ბიუროს ისტორიის, მიზნების, ამოცანების და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა, ასევე, ალიანსსა და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს (ვიდეო იხ. აქ).
შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის სამმართველოსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ.