აქტუალური
ნატოს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში ჯეიმი ში საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრებს გამართავს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ქალის როლის საკითხზე იმსჯელებს

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ჯეიმი ში თბილისში ოთხშაბათს, გამთენიისას ჩამოვიდა. ის გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: საორგანიზაციო შეფასება".
ნატოსაქართველოს პარტნიორობის კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი კონსულტაციები გაიმართება. ვიმსჯელებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის", — განაცხადა შიმ.
შეხვედრაზე მხარეები შეეხებიან აგრეთვე ნატოს სამიტს, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილავთ ალიანსის პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პროგრამასმეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის". ვიმსჯელებთ ასევე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლის საკითხზე და ქართულ მხარეს ამ მხრივ ნატოს გამოცდილებას გავუზიარებთ", — აღნიშნა ჯეიმი შიმ.