პოლიტიკა
სკანდალი! სააკაშვილი უკრაინიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც ქართველმა სნაიპერებმა „რია ნოვოსტის“ ჩვენება მისცეს და უმაღლესი რადას დეპუტატები და ამერიკელი ინსტრუქტორი მაიდანზე დახვრეტებში დაადანაშაულეს (ვიდეო)

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ცნობისთვის: 2014 წლის 20 თებერვალს „უცნობი პირების“ მიერ კიევის მაიდანზე გახსნილი სნაიპერული ცეცხლის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა - 49 დემონსტრანტი და სამართალდამცველი ორგანოების 4 თანამშრომელი. უკრაინულმა ოპოზიციამ და დასავლეთის წარმომადგენლებმა სროლის ორგანიზებაში მყისვე ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულეს. უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო.
და აი, როგორც კი „რია ნოვოსტი“ დამნაშავეთა კვალზე გავიდა და თავისი გამოძიების „რისი ეშინია კიევს“ პუბლიკაცია დააანონსა, მაიდანზე დახვრეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი - მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იმ დანაშაულის ყველა მონაწილის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა, სასწრაფოდ გააძევეს უკრაინიდან! მეორე დღეს ხომ სააკაშვილს უკრაინული სასამართლოსთვის „სნაიპერთა საქმეზე“ ჩვენება უნდა მიეცა.
საქართველოს მოქალაქეებმა, ქართული არმიის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, რომ სროლის ბრძანებას იძლეოდნენ უკრაინული ოპოზიციის მაშინდელი ლიდერები, დღეს კი - უმაღლესი რადას სპიკერი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ანდრეი პარუბი და სერგეი პაშინსკი, რომლებიც თვითონაც ისროდნენ! იყო ბრძანება - ესროლათ არა მარტო სამართალდამცველების, არამედ დემონსტრანტებისთვისაც, ბრბოს გასაბოროტებლად (ვიდეო იხ. აქ).
ქართველი სნაიპერების მოწმობით, მსროლელებს ინსტრუქტაჟს უტარებდა აშშ-ის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ვინმე კრისტოფერ ბრაინი. იარაღი კონსერვატორიისა და სასტუმრო „უკრაინას“ შენობებში პაშინსკიმ შეიტანა, რომელმაც, პარუბისთან ერთად, გეგმას სააკაშვილთან განიხილავდა. 2014 წლის 20 თებერვალს პაშინსკის პირადად ჰქონდა ცეცხლი გახსნილი ავტომატიდან, ხოლო კარაბინ „საიგადან“ ვლადიმერ პარასიუკი ისროდა - მაიდნის „ასისთავი“, შემდგომში - ბატალიონ „დნეპრის“ ოფიცერი და უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი.
„რია ნოვოსტის“ განკარგულებაში აღმოჩნდა კობა ნერგაძისა და ალექსანდრე რევაზიშვილის გამოკითხვის ოფიციალური ოქმები. კორესპონდენტის სნაიპერებთან შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე იყო ბატალიონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, რადგან 2014 წელს მაიდნისთვის ბევრი მისი ყოფილი ხელქვეითიც დაიქირავეს. ნერგაძე წარსულში სააკაშვილის ე.წ. ზონდერჯგუფის (სააკაშვილის ბრძანებით მკვლელობებისა და ცემის შემსრულებლების) აგენტი იყო, ხოლო რევაზიშვილი - სააკაშვილის ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ (ჰიტლერიუგენდის ტიპის ახალგაზრდა ბოევიკების) წევრი. ნერგაძემ მომზადება გაიარა საბერძნეთში, გერმანიასა და ლიტვაში, სადაც პროტესტის მონაწილეებთან მუშაობის ჩვევებს - ინფორმაციის მიღებას, ადამიანების ორგანიზებას, კონფლიქტური სიტუაციებისა და პროვოკაციების მოწყობას - სწავლობდა. უკრაინაში ისინი სააკაშვილის სამხედრო მრჩევლის, შემდგომში - დონბასში ოფიციალური კიევის მხარეს მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, პოლკოვნიკ მამუკა მამულაშვილის განკარგულებით ჩავიდნენ.