აქტუალური
500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო მცირე ბიზნესის კატეგორიად ჩაითვლება

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა. გარდა ამისა, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება და 5%-იანი გადასახადი 1%-მდე დაიწევს.
მცირე მეწარმეებისათვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დრო ვთქვი, რომ ჩვენ ვიწყებთ მეორე ტალღას მცირე ბიზნესის დახმარების, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები დანერგე მომავალი“, და .”. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომელმაც საინტერესო საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგინა მთავრობის სხდომაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი დაწესდება.
მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს. ანუ 5%-იანი გადასახდი იქნება 1%-ნი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, მცირე მეწარმედ დღეს თუ ითვლება 100 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში. ეს არის მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომლებსაც სურთ საქმიანობის წამოწყება”, – განაცხადა პრემიერმა.