საზოგადოება
პოროშენკომ პუტინს Ан-148-ის დაღუპვის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა და ავიაკატასტროფის მიზეზების გასარკვევად ურთიერთქმედებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საუბარი გუშინწინ შედგა კიევის ინიციატივით, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „უკრაინის პრეზიდენტმა Ан-148-ის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვა. ის ამბობდა, რომ მზად არის ურთიერთქმედებისთვის მწარმოებელი ქარხნის ხაზით, ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად“, - აღნიშნა პესკოვმა.
პრეზიდენტებმა, აგრეთვე, განიხილეს მინსკის შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობა და კიევსა და დონბასს შორის ტყვეების გაცვლის მხრივ ვითარება. „ნახსენები იყო დაკავებული პირების გაცვლის ახალ წლამდე დაწყებული პროცესის გაგრძელების აუცილებლობა. მართლაც, პრეზიდენტები ამ თემაზე დეტალურად შეჩერდნენ“, - დააზუსტა პრესმდივანმა.