სამართალი
ვაზიანის დასახლებაში გერმანიის ჰოჰენფელსის ბაზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა მაისში იგეგმება - ლევან იზორია

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „2017 წელს 2 მილიონი ლარი მივმართეთ ნატოსაქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. 18 მილიონი ლარი მივმართეთ ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობისკენ, რომელიც მზად იქნება უკვე წელს და მაისში ავამოქმედებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას საქართველოს პარტნიორებთან ერთადთავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. 3 მილიონი ლარი მივმართეთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.