უცხოეთი
აშშ-ის დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლების რისკი არსებობს

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლების რისკი არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
მოხსენების თანახმად, ომის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, თავის რეგიონულ მოკავშირეს დახმარება აღმოუჩინოს.
„ორივე მხარის მხრიდან კომპრომისის არქონა, შიდა სახელმწიფოებრივი ზეწოლები, აზერბაიჯანის სტაბილური სამხედრო მოდერნიზაცია და სომხეთის მიერ ახალი რუსული შეიარაღების შეძენა, 2018 წელს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების რისკს განაპირობებს“, – აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში.

1tv.ge