პოლიტიკა
სენსაცია!!! აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“! მაგრამ იქვე დასძინა, რომ აშშ „ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გაძევებას პოლონეთში“ - საქინფორმი იან კელის მიმართავს

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ნაცვალმა იან კელიმ, რომელიც გარეგნობით საოცრად ჰგავს კავკასიაში მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორის ნაცვალს, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვს (იხ. ფოტო), ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა გავლენის მოხდენა შეუძლია უკრაინიდან პოლონეთში სააკაშვილის გაძევებას საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე? - პასუხად სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ „საქართველო - დამოუკიდებელი სახელმწიფოა“:
ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა. ვფიქრობ, საქართველომ მთელი რესურსი ამ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა მომავალში.
ყველა
სხვა მიმართულებით კი გადაწყვეტილებები საქართველომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, რადგან ის არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა. თუმცა, იქვე აღნიშნა - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესის სამართლიანობა უმაღლეს დონეზე იყოს დაცული, და არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, არამედ ყველა მოქალაქის მიმართ“.
   საქინფორმს აინტერესებს: ამერიკის იმპერია რა მიზეზით „აკვირდება ყურადღებით“ მოქალაქეობის, პასპორტისა და მომავლის არმქონე სისხლის სამართლის დამნაშავის თავგადასავლებს? ნუთუ ადამიანურობისა და ქართველი ხალხის წინაშე საკაშვილის მიერ ჩადენილი ამდენი დანაშაულის მერე აშშ-ს თავისი მარიონეტის ბედი ისევ აღელვებს?
   ნუთუ CIA-ს აგენტს ფასი ჩავარდნის მერეც აქვს? განა ზიანი, რომელიც „დემოკრატიის შუქურამ“ აშშ-ს ქართველი ხალხის თვალში მიაყენა, თუნდაც დაესიზმრებოდა „რუსულ პროპაგანდას“, ასეთი რამ საქართველოში მართლაც რომ არსებობდეს?!
   და თუკი აშშ - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია „
პროცესის სამართლიანობა ყველა მოქალაქის მიმართ“, რატომ არ გადასცემს სააკაშვილს ქართულ მართლმსაჯულებას, რათა სამართლიანობამ იზეიმოს ყველა მოქალაქის მიმართ, რომლებიც მან დახოცა, გააუპატიურა და გაქურდა?! რათა მან სასჯელი მოიხადოს პირველი განაჩენის შესაბამისად, რომელიც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოუტანა?!


საქინფორმის
რედაქცია