პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადეს რუს ხალხს და მოსკოვთან თვითმფრინავ Ан-148-ის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.