სამართალი
სააკაშვილს შეუძლია, ნებაყოფლობით ან იძულებით აირჩიოს ქვეყანა, სადაც მისი დეპორტაცია მოხდება - იური ლუცენკო

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ თუ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, მას შესაძლებლობა ექნება, ნებაყოფლობით ან იძულებით აირჩიოს ქვეყანა, სადაც მისი დეპორტაცია მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვის, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა ჩნდება. პირველინებაყოფლობით დაბრუნება ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ ქვეყანაში, მაგალითად, ჰოლანდიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ჰოლანდიაში მზადყოფნა გამოთქვეს, ის მიიღონ ოჯახთან გაერთიანების პროცედურის ფარგლებში. მეორე გზა კი ასეთიანებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნება იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ანუ პოლონეთში. ასევე - საქართველოში ექსტრადიცია გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე”, – განაცხადა ლუცენკომ.