პოლიტიკა
საქინფორმი: სანამ მოსკოვში „ატკატებს“ იღებენ, საქართველოს სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ნატოში მიათრევენ, სკოლებში კი რუსულ ენას კრძალავენ!

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. სანამ მოსკოვში საქართველოდან „ატკატებს“ იღებენ - ე. პრიმაკოვის სახელობის რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივი ცენტრის, ა. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ცენტრის, ფონდ „რუსკი მირის“ და რფ-ის საზოგადოებრივი პალატის მეშვეობით, რომლებიც საქართველოში „რბილი ძალისთვის“ განკუთვნილ გრანტებს ურიცხავენ კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე საეჭვო სუბიექტებს, ცნობილ ალკოჰოლიკებსა და წამგლეჯებს, რუსული ენა ელემენტარულადაც რომ არ იციან - სასკოლო პროგრამებიდან რუსულ ენას იღებენ, თავად საქართველოს კი ნატოში მიათრევენ სოხუმისა და ცხინვალის გარეშე.
„ჩვენ ვმუშაობთ, რომ ნატოს სამიტამდე
(2018 წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში) შევქმნათ განწყობა და წარმოდგენები საქართველოში (ნატოში შესასვლელად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე - საქინფორმი), - დაუფარავად აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი, ამერიკელებმა კი მუშაობა ნამდვილად იციან! საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ნახევარი ყოველდღე ვაშინგტონში ან ბრიუსელშია, მეორე ნახევარი კი აშშ-სა და ნატოს ხელმძღვანელებს მასპინძლობს.
მაგალითად, გუშინწინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლუკ კოფი მიიღო, რომელთანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში საქართველოს შესვლაზე იმსჯელა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში იმყოფება, სადაც კონგრესის რუსოფობიურმა ელიტამ, NDI-მ და IRI-მ გამოიძახეს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
„მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორმხივი კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიჯიტ ბრინკს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას, ასევე, აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე, რაც ბრიჯიტ ბრინკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. შეხვედრისას ითქვა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი ესწრებოდნენ“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.