სამართალი
კომპანიის მიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან - „ბადაგონის“ ადვოკატი

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. კომპანია “ბადაგონის” ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ხატიაშვილის განცხადებით, წილების გადანაწილებაზე დავას სამოქალაქო სამართალი არეგულირებს და არა ფინანსური პოლიცია.
ფინანსური პოლიცია ურცხვად ტყუის, როცა ამბობს, რომ კომპანიაში საწარმოო პროცესი არ ჩავარდნილა. “ბადაგონისმიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან”, - განაცხადა ადვოკატმა.
ზაზა ხატიაშვილმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს კომპანიას და აქ დასაქმებულ ადამიანებს ვანდალური შემოვარდნის და შექმნილი ვითარების გამო”.
ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.
1tv.ge