საზოგადოება
საქართველოს განათლების სამინისტრო აშშ-დან 68 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს - ამიტომ ხომ არ აპირებენ საქართველოს სკოლებში რუსული ენის სწავლებიდან ამოღებას?

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ორშაბათს საქინფორმმა გამოაქვეყნა რუსული ენის 500 პედაგოგის წერილი საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელშიც გამოხატულია 6 ათასი პედაგოგის საერთო აღშფოთება სამინისტროს გეგმით - ამ წლის თებერვლის ბოლოდან სასკოლო პროგრამებიდან მეორე უცხო ენის, მათ შორის - რუსულის სწავლების ამოღების თაობაზე.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მე-2 კომპაქტის ფარგლებში ამერიკული კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევები“ თავისი წარმომადგენლობის - „ათასწლეულის გამოწვევები - საქართველო“ საშუალებით საქართველოს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებში 68 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
კერძოდ, 2018 წელს ფონდი გააგრძელებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას რეგიონებში. დაგეგმილია აგრეთვე შიდა სამუშაოები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში. გუშინ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი ან ფაქტებს შორის - ცნობილი გახდება პედაგოგთა წერილზე საქართველოს განათლების მინისტრის პასუხის შემდეგ.