სამართალი
"სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს?" - პაატა ბურჭულაძე "იავნანასთან" დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს სასაცილოს უწოდებს

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება მსოფლიო ბანმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. პაატა ბურჭულაძე საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა.
საოპერო მომღერალს ფონდ "იავნანას" საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს სასამართლო წესით დაჰკითხავენ.
ბოლოს და ბოლოს, უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე, საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესი წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
სისხლის სამართლის საქმე ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ეხება.