სამართალი
თუ გვინდა, სტანდარტებს მივუახლოვდეთ, უნდა მოხდეს დენარკოტიზაცია და დებორდელიზაცია! - სალომე ზურაბიშვილი

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ გვჭირდება ძალიან განათლებული საზოგადოება, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ ჯანმრთელობის კუთხით საზოგადოება დაცული იყოს.
ნახსენები იყო შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია, რომელიც აუცილებელია. თუ გვინდა, რომ რამე ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ, უნდა მოხდეს დენარკოტიზაცია, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მარტო დეკრიმინალიზაცია, დებორდელიზაცია ჩვენი ქალაქების, სადაც უკვე გაუსაძლისი პირობებია. ეს ყველაფერი არის ჯანმრთელი საზოგადოება. ჩვენ გვჭირდება ძალიან განათლებული საზოგადოება, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა. ეს ყველაფერი არის ჩვენი მოვალეობა, ბევრი არის გასაკეთებელი და მეტი გამბედაობა გვჭირდება ამ ყველაფერში. ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ 2018 წლიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.