უცხოეთი
ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, Norvik Bank – ის მფლობელი რუსი ბანკირი გრიგორი გუსელნიკოვია.
გუსელნიკოვს, საიდ გუცერიევთან ერთად, რუსული “სბერბანკის” უკრაინული ფილიალის შესყიდვა სურდა.
საიდ გუცერიევი რუსი ბიზნესმენის მიხეილ გუცერიევის შვილია. ორივე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაშია.
ანდერს ფოგ რასმუსენი 2009-2014 წლებში ნატო-ს გენერლუარი მდივანი იყო, მანამდე კი დანიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

1tv.ge