აქტუალური
სამხედრო ხარჯების ზრდისა და ბირთვული პოტენციალის გაძლიერების გასამართლებლად ამერიკელებს რუსეთის სახით „საფრთხობელა“ სჭირდებათ! - აშშ-ში რუსეთის ელჩი

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა პენტაგონის ახალ ბირთვულ დოქტრინაზე კომენტარი გააკეთა. „ჩვენ გვესმის, რომ ამის უკან დგას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში უზარმაზარი თანხების ჩადების სურვილი, ჩვენ გვესმის, რამდენი ტრილიონი დოლარი დგას ამის უკან“, - თქვა ანტონოვმა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ მხოლოდ ამ დოკუმენტის ღია ნაწილის, აგრეთვე აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისის პირველი შენიშვნებისა და რემარკების გაცნობა შეძლო.
„თუმცა, ეს პირველი რემარკებიც კი ჩემში, როგორც ადამიანში, რომელიც დიდხანს მუშაობდა განიარაღებისა და გაუვრცელებლობის პრობლემაზე, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს. ანდა მოდით, ნუ ვიჩქარებთ და ასე ვთქვათ - შეკითხვებს იწვევს“, - დასძინა ანტონოვმა.