პოლიტიკა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ენგურჰესის“ აფხაზეთის მონაკვეთზე არსებულ ვითარებას გაეცნო

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთში დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილობრივი ენერგოკომპანიის ჩერნომორენერგოს დირექტორს ასლან ბასარიას და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ენგურჰესისრეაბილიტაციის პროცესისა და აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის ტექნიკურ დეტალებზე, აგრეთვე ზამთარში რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისა და 2019 წელს ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოების განხორციელების საკითხებზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა აგრეთვე დაათვალიერა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ენგურჰესის ელექტროსადგური და სხვა ენერგო- და ჰიდრონაგებობები. მასთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.