პოლიტიკა
ქართველი ოფიციალური პირები არ იცნობენ იმ დოკუმენტის ტექსტს, რომელსაც ხელი მოაწერეს - რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაოცებულია

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 27 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით
„საბაჟო სფეროში რუსულ-აფხაზურ და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაკვირვა. მესამე სახელმწიფოებთან რუსეთის თანამშრომლობის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესია საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის ქართულ-რუსული ორმხრივ შეთანხმების უკეთესად შესწავლა. ქართველი ოფიციალური პირების ბოლო საჯარო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ ამ დოკუმენტის ტექსტს. ამავე დროს, მალე მისი შესრულება მოგვიწევს შვეიცარიული სადამკვირვებლო კომპანიის კონტროლის ქვეშ, რომელთანაც საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის კონტრაქტს.
რუსული მხარე შვეიცარიულ კომპანიასთან დოკუმენტების გასაფორმებლად მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს, რაც საშუალებას მისცემს, დაიწყონ რეგიონული ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება“.