აქტუალური
გამიკვირდება, თუ თბილისი დათანხმდება ნატოს წევრობის თავის ტერიტორიებზე გაცვლას, რაც ათწლეულების განმავლობაში მესმის, ანუ ამერიკელმა ისევ აურია - საქინფორმი

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ამ იდეას მხარდაჭერა ექნება თბილისიდან”, - ასე ეხმაურება ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წევრი, ამერიკელი ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი Heritage Foundation-ის სკანდალურ ანგარიშს.
იდეა იმის შესახებ, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას რამენაირად გაცვლის ნატოს წევრობაში, ათწლეულების განმავლობაში ისევ და ისევ მესმის და ძალიან ცოტა ვნახე მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელი ან წინა ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილიყო მსგავსი იდეით. ერთი მხრივ, მე არ მივიღებდი ამ იდეას ზედმეტად სერიოზულად, მეორე მხრივ, ძალიან რთულია იმის ცოდნა, ვინ ვის ესაუბრება ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკაზე.
იცით, რომ სტრუქტურები ისე ვეღარ მუშაობენ, როგორც ბოლო 50 წლის განმავლობაში, ახლა ყველაფერი შეცვლილია, ამიტომ დასაშვებია, რომ ვინმე წაიჩურჩულებს ამ ინფორმაციას თეთრ სახლში.
გარდა ამისა, ვერ ვხედავ, რომ ეს იდეა პოპულარული გახდება კონგრესში, სადაც ორივე პარტიის წევრები რამდენიმე წელია იმეორებენ აშშ-ი პოზიციას, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილია“, - აღნიშნავს ლინკოლნ მიტჩელი “მოამბესთან“ საუბრისას.
საქინფორმი: ამერიკელი ექსპერტების ელემენტარული უვიცობა დღეს აღარავის აკვირვებს, ხოლო თეთრი სახლის სპიკერების გაუნათლებლობა უკვე დიდი ხანია, ანეკდოტების თემად იქცა. აი, ამჯერადაც გვინდა, ვიკითხოთ - როგორ შეიძლება, ლინკოლნ მიტჩელს ნატოს წევრობაზე ტერიტორიების გაცვლის შესახებ „ათწლეულები“ ესმოდეს, როდესაც 5 თვის შემდეგ, აგვისტოში, მხოლოდ 10 წელი შესრულდება, რაც საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა დაკარგა?
და როგორ შეუძლია საქართველოს იმის გაცვლა, რაც არ აქვს? ანდა განა რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოს მსგავსი გაცვლა შესთავაზა?!