აქტუალური
სკანდალი! საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარული იქნებიან, ნატოში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ - Heritage Foundation

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარული იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის სანაცვლოდ. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, ომელი კოლექტიურ თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიებ გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არ გადაწყდება.
ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატოს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ. ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება“, – ნათქვამია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მომზადებულ სკანდალურ ანგარიშში. ანგარიშის ავტორია ექსპერტი ლუკ კოფი.