პოლიტიკა
პარლამენტარი NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს კომენტარისთვის, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა ორნტონის საჯარო კომენტარს ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს.
დეპუტატი NDI-ის ხელმძღვანელისგან ამ განცხადებისთვის საჯარო ბოდიშს ითხოვს და ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ირონიული კომენტარი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზეც კი არ შეუძლია.
მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ NDI- საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონ ლორა ორნტონის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს. ქალბატონი ორნტონის ამმტკიცებითგამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვეობას, მტკიცედ გმობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, არც კი იცის, სად არის ეს საზღვრები?! სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიე, ეს ირონიული კომენტარი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზეც კი შეუძლებელია“, – აღნიშნა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.
ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიც არის NDI.
ქალბატონ ორნტონს შევახსენებ, რომ NDI ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის როლი საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქართველოში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ თანადგომის ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენქალბატონი მადლენ ოლბრაიტი, ბატონი კენეტ ვოლაკი და სხვები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს ინტერესებს იცავდნენ. ჩვენი ასეთი მეგობრები დღევანდელ სენატსა თუ წარმომადგენლობით პალატაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მრავლად არიან“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიპი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით მტრული ნარატივის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ნარტივისა, რომლის თანახმადაც, აშშ- არაფრად უღირს ჩვენსავით პატარა ქვეყნების პარტნიორობა. მივმართავ NDI- საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.