ჰენრი კისინჯერი - აშშ-ს ვურჩევ, რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან ცალმხრივი ომი არ დაიწყოს
უცხოეთი
ჰენრი კისინჯერი - აშშ-ს ვურჩევ, რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან ცალმხრივი ომი არ დაიწყოს

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის ყველაზე აქტუალური გამოწვევა ჩრდილოეთ კორეული პრობლემაა – ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა.
კისინჯერის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სტატუსის აღიარება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის განადგურებას ნიშნავს და ამის შემდეგ საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას სამხრეთ კორეა და იაპონია მოისურვებენ.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ ბირთვულ იარაღზე ჩრდილოეთ კორეის უფლების აღიარება შეამცირებს აშშ-ის შესაძლებლობას, შეაკავოს სხვა სახელმწიფოების ანალოგიური ქმედება.
კისინჯერის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება უნდა იყოს. კისინჯერმა აშშ-ის ხელისუფლებს მოუწოდა, არ გადადგას ცალმხრივი ნაბიჯები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით.
„პრობლემის მოსაგვარებლად პრევენციული დარტყმის ცდუნება მაღალია. თუმცა, მე ვურჩევდი აშშ-ის ხელისუფლებას, არ დაიწყოს რუსეთისა და ჩინეთის საზღვრების სიახლოვეს ცალმხრივი ომი, რომელშიც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა მხარს არ დაგვიჭერს“, – თქვა კისინჯერმა.

1tv.ge