სამართალი
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.