როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის ახალი რეალიების გათვალისწინებით, ჩვენ დაუყოვნებლივ პოზიტიურ რეაგირებას მოვახდენთ - კარასინი
საზოგადოება
როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის ახალი რეალიების გათვალისწინებით, ჩვენ დაუყოვნებლივ პოზიტიურ რეაგირებას მოვახდენთ - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
შეკითხვაზე - შეუძლია თუ არა რუსეთს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდეს? - კარასინმა ამგვარად უპასუხა:
დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა. მისი აღდგენის წინაპირობა, თბილისის მოსაზრებით, უნდა იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებაზე უარის თქმა. მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავალთ. ეს გადაწყვეტილება (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ - „კომერსანტი“) საბოლოოა. ჩვენ ამ ორ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკასთან მოკავშირულ ურთიერთობას ვავითარებთ.
როგორც
კი ქართული მხარე მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის ახალი რეალიების გათვალისწინებით, ჩვენ დაუყოვნებლივ პოზიტიურ რეაგირებას მოვახდენთ“.