სამართალი
რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანაბარუფლებიან და ურთიერთპატივისმცემელ თანამშრომლობას გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია! - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემ იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „საზღვრების ბორდერიზაციის“ გაგრძელებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემისას კარასინმა ხაზი გაუსვა:
„ბოლო წლებში დიდი სამუშაო ჩატარდა, რომელმაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრისპირა ზონებში დაძაბულობის შემცირების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის საშუალება მოგვცა. საქართველო-აფხაზეთის საზღვარი 2017 წელს 1,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, საქართველო-სამხრეთ ოსეთის კი - 200 ათასზე მეტმა.
...სამწუხაროდ, საზღვრისპირა ზოლში მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების მოგვარების მიზნით მუშაობაში კონსტრუქციული მონაწილეობის მაგივრად, ქართული მხარე კონცენტრირებულია პროპაგანდისტული შოუების დადგმაზე, რომლებმაც „ბერლინის ახალი კედლის“ შესახებ თეზისი უნდა დაასაბუთონ. სასაცილოა: უცხოელ ვიზიტორებთან ურთიერთობის და კამერის წინ ინტერვიუების ჩაწერისთვის კონკრეტული ადგილობრივი გლეხი დაიქირავეს, რომელიც ერთსა და იმავე მორიგე ტექსტს იმეორებს.
... დისკუსიებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების საკითხს დავუბრუნდეთ... საქმე მონაწილეთა დონე კი არა, შესაბამისი სახელმწიფოს პოზიციაა. სანამ ის კონსტრუქციულობისა და რეალიზმისკენ პრინციპულად არ შეიცვლება, ჟენევაში გარღვევას არ უნდა ველოდოთ“.