სამართალი
აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ჩვენი მეზობლები არიან, ნატო კი – რეგიონს მიღმა მდებარე ძალა

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
მის საზღვრებთან ნატოს ყოფნით „რუსეთის შეშფოთების“ შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაგრძელების სახით, აგრეთვე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის თანამშრომლობით „საქართველოს შეშფოთებასთან“ დაკავშირებით კარასინმა ხაზი გაუსვა:
„ამ ვითარებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან თანამშრომლობის საფუძვლიანობა და მოთხოვნადობა იზრდება. ასეთი თანამშრომლობა მომავალშიც განმტკიცდება ისე, რომ საიმედოდ დაიცვას ამ რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრება.
...გავმეორდები
: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ჩვენი მეზობლები არიან, ნატო კირეგიონს მიღმა მდებარე ძალა. აშშ აქტიურად ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საქართველოში, რაც ჩვენში მზარდ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ საკუთარ საზღვრებზე სიმშვიდე გვსურს. სწორედ ამისთვისაა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზები განლაგებული. ისინი არავის ემუქრებიან, არამედ არიან გარანტი იმისა, რომ ორ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკას თავს არავინ დაესხმება, ხოლო თუ დაესხმება, სათანადო პასუხსაც მიიღებს”.