აქტუალური
„რუსული ოკუპაციის“ კონცეფცია ღრმად შეურაცხმყოფელია აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთელებისთვის, ამიტომაც არ გამოსდის თბილისს მათთან არაფერი! - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
„არ შემიძლია, არ ვახსენო „რუსული ოკუპაციის“ აბსურდული კონცეფცია. როგორც ჩანს, თბილისში ვერ გრძნობენ, რომ ეს პროპაგანდისტული კლიშე, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, ღრმად შეურაცხმყოფელია აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთელებისთვის. მასში საწყისშივე იგრძნობა უპატივცემულო ქედმაღლობის ელფერი რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანების მიმართ.
საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად დაფიქრება მართებს იმაზე, რატომ არ გამოსდით დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან, ნაცვლად იმისა, რომ, ჩვეულებისამებრ, ყველაფერი „მოსკოვის ხრიკებს“ გადააბრალონ“,
- აღნიშნა, კერძოდ, კარასინმა.