პოლიტიკა
საქართველომ აშშ-სგან „ჯაველინები“ მიიღო და ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლამდე რუსეთს „უსაფრთხო ადგილას“ დაუმალა

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გუშინდელი შეხვედრის დროს მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსჯაველინებისსისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სისტემა უკვე საქართველოშია და უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“, – მოახსენა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე. ლევან იზორიას თქმით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შეძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი (ალბათ, როგორც კი ამერიკელი ინსტრუქტორები ჩამოვლენ - საქინფორმი).
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მაიერსი ესწრებოდნენ.