პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა პირობა დადო, რომ ქართულ არმიას ძალიან ძლიერს გახდის და ის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა:
ყოველთვის მოხარული ვარ, როცა თავდაცვის სამინისტროში ჩემს შესანიშნავ მეგობრებსმინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ვხვდები. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ ეტაპზე. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან კარგ ეტაპზეა გადასული, რადგან ჩვენ ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც საქართველოს ძალიან საჭირო თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ასევე, ველით ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ახალ მიმართულებებს. ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას. ვფიქრობ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა მიმართულებით შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ გვსურს, საქართველო იყოს წარმატებული. იმისათვის, რომ საქართველო წარმატებული იყოს, უნდა ჰქონდეს ძალიან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს, შეაკავოს აგრესია და ის გარე ძალები, რომლებიც ქვეყანას ზიანს აყენებენ“, – განაცხადა კელიმ.