აქტუალური
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს კონტაქტები აქვთ, რომელთა შესახებ არ ვიუწყებით - დიმიტრი პესკოვი

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით,  პუტინის სამუშაო დღე ბევრად უფრო დატვირთული და შინაარსიანია, ვიდრე ტელევიზია აჩვენებს, პუტინის სამუშაო გრაფიკში არის კონტაქტები, რომელთა შესახებ კრემლი არ იტყობინება.
შეკითხვაზე - აქვს თუ არა ასეთი კონტაქტები პუტინს პოროშენკოსთან - პესკოვმა უპასუხა: „ადგილი აქვს ასეთ შეხვედრებს, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიუწყებით“.
პროგრამის „მოქმედი პირები ნაილა ასკერ-ზადესთან ერთად“ ეთერში ტელეარხ „როსია 1“-ზე დიმიტრი პესკოვმა, აგრეთვე, აღიარა, რომ პუტინის დიდი პრესკონფერენციების წინ ღელავს, რადგან „მსოფლიოში არცერთი პრეზიდენტი ასეთ თავისუფალ რეჟიმში არ ურთიერთობს“.