პოლიტიკა
ხვალ არჩევნებში ხმას მივცემდი: 27% - „ქართულ ოცნებას“, 24% - არცერთ პარტიას, 15% - არ ვიცი, 13% - უარი პასუხზე

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%- შეადგენს.
კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა.
გამოკითხულთა 24% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 15%-მა არ იცის, 13% უარი განაცხადა პასუხზე.
ნაციონალურ მოძრაობას ხმას 10% მისცემდა, ევროპულ საქართველოს” – 3%, სხვა – 7%.