აქტუალური
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე TİKA-ს კოორდინატორ ჰუსეინ შანლის შეხვდა

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორ ჰუსეინ შანლის შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო მსოფლიოს 170 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოში 1994 წლიდან, და სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

     













საქინფორმი