აქტუალური
ვინ არის შენი მაჟორიტარი დეპუტატი: 59% - არ ვიცი, 14% - არასწორი პასუხი, 26% - სწორი პასუხი

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%- შეადგენს.
კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? - სწორი პასუხი გამოკითხული მოსახლეობის 26%-მა გასცა, არასწორი პასუხი - 14%-მა, არ ვიცი - 59%-მა უპასუხა.