პოლიტიკა
სააკაშვილის წინააღმდეგ გაფლანგვის საქმე, რომელშიც ძვირფასი პიჯაკები ფიგურირებდა, ქვეყნის იმიჯსა და ექსჩინოვნიკების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებზე აისახა! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ამ გრიფის მოხსნის მერე მოხდა ის, რომ ეს, ასე ვთქვათ, სკანდალური საბუთები აფრიალდა ეთერში და ცოტა ხანში მე მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი არაერთ მაღალი დონის შეხვედრაზე. მეკითხებოდნენ, სერიოზულად ამაზე ასამართლებთ პრეზიდენტს?!
გრიფის მოხსნის შემდეგ კი, რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს ხუთი პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ადეიშვილი. მათ დაინახეს სტანდარტი და ქართული მართლმსაჯულების იმიჯი შეირყა. რატომ მოხსნეს ადეიშვილი ძებნიდან?! იმიტომ, რომ დაინახეს ეს პოლიტიკური სტანდარტი!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ს გადაცემა „არჩევანში“.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური რეალობა ადამიანების ტვინებში უცნაურ დეფორმაციას განიცდის. მე არ მომწონდა სააკაშვილი იმიტომ, რომ ტელევიზიები შტურმით იღებოდა, მიტინგის შემდეგ ქუჩაში რჩებოდა გარდაცვლილი ხალხი და არ მომწონდა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი ციხეში იჯდა. მე მერე ჩავდივარ ევროპაში და მეკითხებიან: ოპოზიციაში რატომ იყავით? პიჯაკები ან სუში არასწორად იყიდა პრეზიდენტმა?", — განაცხადა მარგველაშვილმა.