სამართალი
მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა მოჰყვა, კვლავაც საჭიროებს საფუძვლიან და გამჭვირვალე გამოძიებას - ევროკავშირი

      საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანში მისთვის პატიმრობის შეფარდების საგულდაგულო გამოძიებას მოითხოვს.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება სერიოზულ კითხვებს ბადებს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებათან დაკავშირებით.
"აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა მოჰყვა, კვლავ საჭიროებს საფუძვლიან და გამჭვირვალე გამოძიებას", - წერია განცხადებაში.
ბრიუსელი ოფიციალურ ბაქოს თავისუფლების აკვეთის ყველა იმ შემთხვევის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული.