აქტუალური
Bloomberg-ის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი თავისი 5,85 მილიარდი დოლარით მსოფლიოში სიმდიდრით 318-ე ადამიანია (ვიდეო)

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში 318-ა. მისი ქონება 5,85 მილიარდ დოლარს შეადგენს. 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიას ბლუმბერგი აქვეყნებს.
სიის სათავეში 106 მილიარდით ინტერნეტ მაღაზია ამაზონისდამფუძნებელი და ყველაზე მსხვილი აქციონერი ჯეფ ბეზოსია. მეორე ადგილზე 92,7 მილიარდით მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსია. მესამე ადგილს 88,4 მილიარდით საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი იკავებს. მეოთხე ადგილზე 77,3 მილიარდითფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკერბერგია. მეხუთეზე კი 74,9 მილიარდით - ჰოლდინგ Inditex-ის მფლობელი ამანსიო ორტეგა.
"
რას გამაჩერე ეხლა შენ, რა დიდი საქმე შენ გქონდა?!" - სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძის პანაშვიდზე იმყოფებოდა (ვიდეო იხ. აქ).