აქტუალური
ბატონმა კიმ ჩენ ინმა ეს პარტია მოიგო. ის აბსოლუტურად მომწიფებული და საქმის მცოდნე პოლიტიკოსია - პუტინი

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. 11 იანვარს, რუსეთის ბეჭდური მედიის დღის წინ, რომელიც 13 იანვარს აღინიშნება, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციაში გაიმართა რფ-ის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებებისა და საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან. შეკითხვებზე პასუხისას ვლადიმერ პუტინმა მონიშნა რუსეთის პოზიცია მსოფლიოს მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებს მრავალი ახალი ინფორმაცია გააცნო.
კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხისას პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:
„ვფიქრობ, რომ ბატონმა კიმ ჩენ ინმა ეს პარტია უდავოდ მოიგო. მან თავისი სტრატეგიული ამოცანა გადაწყვიტა. მას აქვს ბირთვული მუხტი, ახლა აქვს გლობალური სიშორის - 13 ათას კილომეტრამდე - რაკეტა, რომელსაც, პრაქტიკულად, დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე შეუძლია მიღწევა. ყოველ შემთხვევაში, მისი სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე. და ახლა ის, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, რომ სიტუაცია გამოასწოროს, მიაშოშმინოს.
ის უკვე აბსოლუტურად მომწიფებული და საქმის მცოდნე პოლიტიკოსია. მაგრამ ჩვენ რეალიებიდან უნდა გამოვიდეთ, იქიდან, რაც არის. რეალიებიდან გამომდინარე კი, უაღრესად აკურატულად ვიმოქმედოთ. თუკი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის ძნელად გადასაჭრელ ამოცანას დავსახავთ კიდეც, ეს მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს“.