პუბლიკაციები
ალეკო ელისაშვილი უცხოეთში ვიზიტების შემდეგ საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის შექმნას და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ტელეჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.
ელისაშვილი 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში  მმართველი პარტიაქართული ოცნებისკანდიდატ კახა კალაძესთან  შედარებით  ხმების გაცილებით ნაკლები რაოდენობა მიიღო, მეორე ადგილი მაინც დაიკავა. ელისაშვილმა  მიღებული ხმებით უკან ჩამოიტოვა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენელი
 „დაგეგმილია რამდენიმე უცხოური ვიზიტი, რამეთუ არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვეს. დაგეგმილია მაღალი დონის საკმაოდ სერიოზული შეხვედრები. ამის შემდეგ ვაპირებ საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას, რამდენადაც ქვეყანაში არცთუ კარგი ვითარებაა და არსებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც რეალურად საჭიროებს ცვლილებებს, ჭაობში იმყოფება“, – განაცხადა ელისაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
მისი სიტყვებით, საქართველოში არსებობენ ბელადების  პარტიები და არცერთი არ არის დაფუძნებული შინაგან დემოკრატიაზე, რის გამოც ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო დისკუსია პარტიის რამდენიმე ნაწილად დახლეჩას იწვევს. ამიტომ მსურს შევქმნა საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობა აბსოლუტურად ახალი შინაარსისორგანიზაცია უნდა იყოს ადეკვატური, ძალზე დინამიური, რომლის თავმჯდომარეც, მაგალითად, მე არ ვიქნები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე - თავად აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატობას თუ რომელიმე მისი თანამოაზრე? - ელისაშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და აღნიშნავს, რომ მოძრაობა არ იქნება ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული.
უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.