ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის რუსეთის აგენტია და რომლებსაც გიგა ბოკერია მასპინძლობდა! - დავით თარხან-მოურავი
პუბლიკაციები
ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის რუსეთის აგენტია და რომლებსაც გიგა ბოკერია მასპინძლობდა! - დავით თარხან-მოურავი

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა გასულ პარასკევს, აშშ-ს სენატის მიერ მომზადებულ ანგარიშში ერთი თავი მთლიანად საქართველოს ეთმობა. დოკუმენტში საუბარია 2008 წელს „რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ სამხედრო და კიბერ თავდასხმაზე და ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე“.
"საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის გარდა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს სხვადასხვა პრო კრემლისტურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროპაგანდის ძალისხმევას. ამის მაგალითია ტელევიზია "ობიექტივი" - მედია გამოცემა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაში რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. "ობიექტივის" ქსენოფობიურმა, ჰომოფოფბიურმა და ანტიდასავლურმა ნარატივებმა ხელი შეუწყო 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლას, - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც "პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში" ეწოდება.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აშშ-ს სენატის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ანგარიში იმ ექსპერტებმა მოამზადეს, რომლებსაც საქართველოში სტუმრობის დროს გიგა ბოკერია მასპინძლობდა:
ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის არის რუსეთის აგენტი და პრორუსული კაცი. ეს ის ექსპერტები არიან, ვინც შარშან სტუმრად იყვნენ საქართველოში და ბოკერია მასპინძლობდა მათ და სწორედ აქედან, რომ წაბრძანდნენ, გიგა ბოკერიას აგიტაციის შემდეგ, ანგარიშში ჩაწერეს, რომ "ობიექტივი" ტელევიზია არის თურმე პრორუსული ტელევიზია და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არის პრორუსული პარტია. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე!“ - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.