პუბლიკაციები
საქართველოს ლაშქრად უნდა გადაიქცეს და ქვეყნის ქალაქებს და სოფლებს მოედოს! – «ქართული მარში»

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე: „ქართული ცხოვრების წესის 3 საყრდენია:
1.ქართული ეკლესია, რომელსაც დაუნდობლად ებრძვიან;
2.
ქართული სოფელი, რომელიც "სულს ღაფავს";
3.
ქართული ოჯახი-განათლება-კულტურა, სკოლა-უნივერსიტეტი, კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომლებიც მორღვეული და მოშლილია.
ქართული ცხოვრების წესისთვის მიუღებელია და მისი მტერია:
1.
ემიგრაციის კატასტროფული მაჩვენებელი, დემოგრაფიული კვდომა, მასობრივი ნარკომანია, მევახშეობა (ბანკები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები) მონოპოლისტური ბიზნესი, აზარტული თამაშების ინდუსტრია;
2.
პოლიტიკური "პროსტიტუცია" (პოლიტიკური პარტიები, მაჟორიტარი "ფულის ტომრები", "ენჯეოები");
3.
გაყიდული და გარყვნილი მასმედია (ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტ რესურსები-საინფორმაციო სააგენტოები, .. ტელესახეები);
ამიტომ, ამ პრობლემების შესაჩერებლად და დასაძლევად, საერთო-სახალხო მოძრაობა "ქართული მარში" საქართველოს ლაშქრად უნდა გადაიქცეს და ქვეყნის ქალაქებს და სოფლებს მოედოს! ამ ქართულ საქმეში, "ქართული მარშის" უპირველესი მოკავშირეები იქნებიან: ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები! და არა, უვიცი ჟურნალისტები და მომწერლო-მოპოეტო "ბღომონძი"! დიახ, საქართველოს ყველა მხარეში "ქართული მარშის" მთავარი იდეოლოგები ქართული საზოგადოების ის ნაწილია, რომელმაც იცის და უყვარს საქართველო, მშობლიური ენა, მიწა-წყალი, წარსული და საკუთარი ოჯახის მომავალს, სწორედ სამშობლოს დაცვას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ეროვნულ განვითარებას უკავშირებს!
P.S. ჰოდა, ფიქრის დრო აღარაა! ან "ისინი" (გამრუდებული, ანტიქართული ცხოვრების წესი), ან ჩვენ, ტრადიციული ქართული ცხოვრების წესის მიმდევარი ქართველები!! სხვაგვარად, - ჭიქა ჩაისთან და ფინჯან ყავასთან ერთად, კონიაკის და ვისკის "წრუპვით", თან "მეგობრებთან საამო ბაასით", საქართველოს არ ეშველება!“.