პოლიტიკა
თუკი აშშ თვითონ ყოფს ყველგან ცხვირს, მაშინ მზად უნდა იყოს პასუხის გასაცემად გამოწვევებზე, რომლებსაც თვითონვე აძლევს სტიმულს! - პუტინი

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. 11 იანვარს, რუსეთის ბეჭდური მედიის დღის წინ, რომელიც 13 იანვარს აღინიშნება, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციაში გაიმართა რფ-ის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებებისა და საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან. შეკითხვებზე პასუხისას ვლადიმერ პუტინმა მონიშნა რუსეთის პოზიცია მსოფლიოს მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებს მრავალი ახალი ინფორმაცია გააცნო.
შეკითხვაზე - როგორ აფასებს ის ვაშინგტონის და სხვა ქვეყნების კრიტიკას იმის გამო, რომ ნავალნი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვეს? - პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:
„არავის უყვარს, როდესაც მათ შიდა პოლიტიკურ საკითხებში და საქმეებში ერევიან, მაგრამ თვითონ სიამოვნებით ძვრებიან სხვისაში. განსაკუთრებით ეს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს არ უყვართ... ის, რომ თვითონ ამას გამუდმებით აკეთებენ, ნორმად მიაჩნიათ, რაც აბსოლუტურად არასწორია. და თუკი თვითონ ყველგან ცხვირს ყოფენ, მაშინ მზად უნდა იყონ იმისთვის, რომ პასუხი გასცენ გარკვეულ გამოწვევებს, რომლებსაც, კაცმა რომ თქვას, თვითონვე აძლევენ სტიმულს!
... ის
(ნავალნი - რედ.) - ერთადერთი არ არის, ვინც არ დაუშვეს, რატომ სხვებს არ ასახელებენ? ეს მეტყველებს ამერიკის ადმინისტრაციის და სხვა ქვეყნების ხელისუფალთა უპირატესობებზე - ვისი წამოწევა უნდათ რუსეთის პოლიტიკურ სფეროში და ვის ხილვას ისურვებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობაში... ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ისინი ფსონს დებენ, რომლებსაც ეყრდნობიან. და ამ თვალსაზრისით მოტყუვდნენ, ჯობდა, გაჩუმებულიყვნენ...“.
(პრეზიდენტ პუტინის პასუხი მოტანილია შემოკლებით)