პოლიტიკა
„ძლიერი ქარის გამო სამხრეთ ოსეთში 70 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“ - ენერგეტიკის სამინისტრო

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. „ჩრდილოეთ ოსეთში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რომელიც სამხრეთ ოსეთს ამარაგებდა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში.
„9 იანვარს, 19 საათსა და 53 წუთზე, ძლიერი ქარის დროს დაცვის მოქმედებით გაითიშა ჩიხურ რეჟიმში მომუშავე მაღალი ძაბვის ხაზი „სათავო ზარამაგის ჰესი - ზარამაგი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში, - დაფიქსირებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა“.
სულ ენერგომომარაგების გარეშე დარჩა დაახლოებით 200 აბონენტი ჩრდილოეთ ოსეთში და სამხრეთ ოსეთის 70 ათასამდე აბონენტი.
მიმდინარეობს ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები, საავარიო ბრიგადებმა უკვე რამდენჯერმე აღადგინეს  ენერგომომარაგება, მაგრამ უამინდობის გამო დაცვის მოქმედებით გათიშვა განმეორებით ხდებოდა.