პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გადასახადის გადამხდელებს 39 მილიონ ლარზე მეტი (15 მლნ დოლარი) დაუჯდებათ

     საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39,1 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს, აღნიშნულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადგენილებაში: საარჩევნო ღონისძიებებზე სახელმწიფო დახარჯავს 28,2 მლნ ლარს, მოხელეთა მომზადებისთვის — 1 მლნ ლარზე მეტს, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის ხარჯები 2,2 მლნ ლარზე მეტი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება — 7,6 მლნ ლარზე მეტი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.