საზოგადოება
რაღაც 3 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელმაც ქვეყანა სისხლში აცურავა 9 წელიწადი! - კვიციანი

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ემზარ კვიციანის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 3-წლიანი პატიმრობის შეფარდება მცირე სასჯელია.
"მიხეილ სააკაშვილის პირველი მხარდამჭერები რატომღაც აღმოჩნდა მასმედია. მიხეილ სააკაშვილი დღეს საერთოდ გამქრალი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს არის მიზერული, რაღაც 3 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელმაც ქვეყანა სისხლში აცურავა 9 წელიწადი, გვაწამა და რეპრესიებში გამოგვატარა 340 ათასი ქართველი. ქართველი, ხაზს ვუსვამ. ვიღაცას კითხვა ებადება ხოლმე, ეთნიკური ქართველი 21-ე საუკუნეში სამარცხვინო არისო. სამარცხვინო ის არის რომ ეთნიკურ ქართველებს საქართველოში გვხოცავენ, სწორედ იმ ადამიანებში, რომლებსაც მე პირადად ვიცნობ, კვირაში 3-4 გასვენებაა. ეს არ არის მაინცდამაინც ომი, შეიძლება იყოს ბიოლოგიური. მაინცდამაინც არ ესვრიან შუბლში ადამიანს, იხოცება ხალხი, წყდება ქართველები და ეს მიდის იქითკენ, რომ საქართველო დარჩეს ქართველების გარეშე. ამის წამომწყები და ძლიერად შემსრულებელი იყო სააკაშვილი, რომელსაც დღეს სამარცხვინოდ 3 წელი მიესაჯა",- განაცხადა ემზარ კვიციანმა.