აქტუალური
2017 წლის III კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 1 960,0 მლნ ლარი შეადგინა

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 2017 წლის III კვარტალში 1 960,0 მლნ ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 274 600 ლარით მეტია 2017 წლის II კვარტალთან შედარებით.
მესამე კვარტალის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში 72 579 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ამ პერიოდში სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 2 179,9 მლნ ლარია. საქსტატის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასი 2005,4 ლარს შეადგენს.