აქტუალური
სამრეწველო სექტორის ბრუნვა 2017 წლის III კვარტალში 3 198,3 მლნ ლარი იყო

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. სამრეწველო სექტორის ბრუნვამ 2017 წლის III კვარტალში 3 198,3 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი II კვარტლის მონაცემს 312 800 ლარით აღემატება.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის III კვარტალში სექტორმა 2 839,4 მლნ ლარის პროდუქცია გამოუშვა. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 122 207 ადამიანს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 1004,4 ლარს შეადგენს.